ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი მისამართით ისმენს, მტრის ბანაკიდან მოსულ გზავნილაგ აღიქვამს, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიგერიოს.
აღნიშნულ შეფასებას აკეთებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.
მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის მონაწილეობით გუშნდელი სხდომა ქართული პარლამენტარიზმისთვის სიახლეს არ წარმოადგენდა.
"ეს სქემა დამუშავებულია უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში. გამოდიან იგივე სახეები უმრავლესობისა,რომლთაც კრიტიკის, ქილიკის და უმცირესობის წარმომადგენლების დამცირების ლიცენზირებული ნიჭი აქვთ. მათ პასუხი არც ცილისწამებისთვის და არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის არ მოეთხოვებათ"- განუცხადა "ნიუსპრესს" ცისკარიშვილმა.
ამასთან, პოლიტოლოგის განცხადებით, დებატებზე ოპოზიციის გამოსვლებს სიმწვავე ჰქონდა, მაგრამ სიმწვავეს აზრი იმ შემთხვევაში აქვს, როცა ადრესატი მას ადეკვატურად აღიქვამს.
"პრეზიდენტი, რომელიც ცდილობს, რომ ეს თანამდებობა იყოს მისთვის მეორადი, ხოლო მთავარი იყოს საკუთარი პოლიტიკური გუნდის ლიდერობა, დიდი ალბათობით მისი წინამორბედების ბედს გაიზიარებს", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
