ქართული მხარე, ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2019 წლის ეროვნული პროგრამის პროექტს განიხილავს
ქართული მხარე, ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2019 წლის ეროვნული პროგრამის პროექტს განიხილავს
09:51 26.02.2019
26-27 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით, გამართავს სემინარს - „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე".

სემინარზე ქართული მხარე ნატო-სა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) რიგით მე-11 პროექტს განიხილავს. შეხვედრაში მონაწილეობენ ექსპერტები ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან, ასევე, საქართველოში აკრედიტებული ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

აღსანიშავია, რომ წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან წარმატებით ახორციელებს.
ბეჭდვა