პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს თელავში, ახმეტასა და ყვარელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის სახელით თელავის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ვასილ დავითაშვილი იყრის, ყვარელში - მარიკა ვერულაშვილი და ახმეტაში - პეტრე ცისკარიშვილი.
აღსანიშნავაია, რომ კახეთში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიდან პეტრე ცისკარიშვილი და ვასილ დავითაშვილი დასახელებული რაიონების მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები არიან, ხოლო მარიკა ვერულაშვილი 2008 წლის მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩვენო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის თავმდჯომარემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვემო ქართლშიც დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბეჟუაშვილი იყრის კენჭს, ბოლნისში - კობა ნაყოფია, დმანისში - კახა ოქრიაშვილი.
