საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და “სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ, შეიძლება უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრთა სიას
შეუერთდეს და მანაც დატოვოს მმართველი ძალა.
„პოლიტიკური შინაარსი შეიძლება ჰქონდეს იმასაც, რომ ახალი პოლიტკური ცენტრი კი არა, არამედ, - ახალი პოლიტიკის წარმომდგენი ჯგუფი შეიქმნას, რომელიც სერიოზულ, სოციალურ მხარდაჭერას მოიპოვებს.
ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, - ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი არასდროს არ უნდა დაბრუნდეს, ამაში ერთიანები ვართ. ამ რეჟიმის დემონტაჟი მხოლოდ ციხეებში მდგომარეობის გამოსწორება არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა. ალბათ, პროცესი წავა იქით, რომ ჩვენ უმრავლესობიდან გამოვალთ“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისივე განცხადებით, ამის შესახებ უკვე ცნობილია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანლისთვის, ბიძინა იანიშვილისთვისაც.
