ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სამუშაო ვიზიტით ვექსფორდის საგრაფოს ეწვია
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სამუშაო ვიზიტით ვექსფორდის საგრაფოს ეწვია
12:55 25.02.2019
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, გიორგი ზურაბაშვილმა ვექსფორდის საგრაფოში სამუშაო ვიზიტი გამართა.

ვიზიტის ფარგლებში საქმეთა დროებითი რწმუნებული ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრებზე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და დარგობრივი კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, ვექსფორდის საგრაფოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონთაშორისი თანამშომლობის გაღრმავების პოტენციალის შესახებ აღინიშნა.

ვექსფორდის საგრაფოს წარმომადგენლებმა საქართველოს მხარესთან თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირეს. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა საქართველოს და არსებული ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებითა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა.
ბეჭდვა