გედევან ფოფხაძემ "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართა
გედევან ფოფხაძემ "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართა
19:01 23.02.2019
გედევან ფოფხაძემ "ქართულ ოცნებას" პარტიის დატოვების შესახებ განცხადებით მიმართა. ინფორმაციას " ქართული ოცნების" პრესსამსახურში ადასტურებენ. "გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგებში.

"ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან" - აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.

ბეჭდვა