ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა
ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა გაიმართა
15:46 22.02.2019

ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის შორის საკონსულო კონსულტაციების მორიგი შეხვედრა

გაიმართა.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტების დელეგაციები დირექტორების, საქართველოს მხრიდან, გიორგი ტაბატაძისა და სომხეთის მხრიდან, ვლადიმერ კარმირშალიანის ხელმძღვანელობით.

კონსულტაციების ფარგლებში,ორივე ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საქართველოს გამოცდილების გაზიარების, ასევე რეადმისიის ხელშეკრულების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები, სიახლეები ცირკულარული მიგრაციის სფეროში და საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტიანობის შესახებ ისაუბრეს.

 

ბეჭდვა