საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ესვატინის სამეფოს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
13:31 22.02.2019
ესვატინის (ყოფილი სვაზილედი) სამეფოს დედაქალაქში საქართველოს და ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ესვატინის მხარეს კი - საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი თული დლადლა.

კონსულტაციებზე  ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები, მათ შორის, ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის განვითარება, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა განიხილეს.

ბეჭდვა