კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
10:01 22.02.2019
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 21 თებერვალს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საპარლამენტო ოპოზიციისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ იმსჯელეს და მოსაზრებები გამოთქვეს.

როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება.

ბეჭდვა