ბერუჩაშვილი: ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით, საქართველო რეგიონში აღიარებული ლიდერია
ბერუჩაშვილი: ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით, საქართველო რეგიონში აღიარებული ლიდერია
15:03 21.02.2019
საქართველო საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ აღიარებული ლიდერია რეგიონში ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი გარემოს კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ ორგანიზაციაში
-British Expertise International - ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისა და ინვესტორებისთვის საქართველოს ღია ეკონომიკის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ინვესტორებს პროექტების განხორციელების ფართო შესაძლებლობები ეძლევათ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ტურიზმის სფეროებში“ - აღნიშნა პრეზენტაციის მსვლელობისას თამარ ბერუჩაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა გაერთიანებულ სამეფოში ქართული ღვინის იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების Taste of Georgia, Gvino UK, GInVino და Georgian Wine Club - London-ის მიერ წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნეს.

დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რასაც უკანასკნელ წლებში ექსპორტის მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდა მოწმობს (2018 წელს ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა).



ბეჭდვა