საქართველოს ელჩი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ელჩი ჩეხეთის  პარლამენტის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
13:44 21.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს, იაროსლავ კუბერას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა 2018 წელს, იაროსლავ კუბერას საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით გაიმართა.

მარიამ რაქვიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება.

იაროსლავ კუბერამ დაადასტურა ჩეხეთის მხარის მზადყოფნა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
ბეჭდვა