საქართველოს ელჩი ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩი ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
13:13 21.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საგარეოურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან პიადაიკსტრასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ნიდერლანდებსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. ასევე საუბარი შეეხო ნიდერლანდების და საქართველოს პარლამენტებს შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ორი ქვეყნის პარტნიორობას.

საქართველოს ელჩმა ჰოლანდიელ პარლამენტარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ასევე, გიორგი შარვაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. ხაზი გაესვა ნიდერლანდების პარლამენტის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს საელჩოსა და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს შორის აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე.

ბეჭდვა