„ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკო-ში განცხადება შეიტანა
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ არჩევნებში მონაწილეობაზე ცესკო-ში განცხადება შეიტანა
13:32 03.08.2012
„ლეიბორისტულმა პარტიამ“ დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა, პარტიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებით აჭარის უზენაეს საბჭოსაც მიმართა.

„არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება ცესკო-ში რამდენიმე საათის წინ შევიტანეთ, ვაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას სააკაშვილ-ივანიშვილის ოლიგარქიული კლანური ბანდის წინააღმდეგ“-განაცხადა გუგავამ.

მისივე თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატებს ეტაპობრივად დაასახელებს.

ბეჭდვა