საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების
მინისტრს, კლარა დოსტალოვას შეხვდა.
საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური განვითარების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს შეეხო.
შეხვედრაზე ასევე ორი ქვეყნის ტურიზმის სააგენტოებს შორის ურთიერთობების განვითარების საკითხს დაეთმო ყურადღება.
მხარეებმა ჩეხეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა შეაფასეს და აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად, კონკრეტული ღონისძიებების რეალიზებაზე შეთანხმდნენ.
