მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით, რუსი ექსპერტების მხირდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
პოლიტოლოგ ვლადიმერ სეგამოს განცხადებით, ეს ერთგვარი პასუხია რუსეთში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიატუაციაზე.
"აღნიშნული ინიციატივა უფრო საზოგადოებისკენაა მიმართული, რომლებიც სურვილის შემთხვევაში თბილისში გაემგზავრებიან, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს რუსეთის მთავრობა ამ საკითხზე. სააკაშვილმა ეს გააცნობიერა და შემხვედრი ნაბიჯი გადადგა", - აღნიშნა სეგამომ.
