დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიგი გიგიაძესა
და განვითარების პოლიტიკის ახალ სახელმწიფო მდივან, ტრინე რასკ თიუგესენს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა დანიის განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში, კოპენჰაგენის მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
