შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესში სააკაშვილის ლობისტები რუსული კომპანიები არიან
შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესში სააკაშვილის ლობისტები რუსული კომპანიები არიან
12:02 03.08.2012
პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა  და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები სწორედ რუსული კომპანიები არიან.

ამის შესახებ შაშიაშვილმა დღეს „თეთრების“, „ტრადიციონალისტთა კავშირისა“ და პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ ჩატარებულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს რუსეთთან ურთიერთობაში ხშირად ადანაშაულებს, თუმცა, პირიქითაა, რადგან დღეს საქართველოში ყველა მსხვილი ბიზნესის უკან რუსეთი და რუსი ბიზნესმენები დგანან.

შაშიაშვილის თქმით, ამის მაგალიათია თუნდაც ის ფაქტი, რომ სააქციო საზოგადოება „თელასის“ ტექნიკურ დირექტორად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ზურაბ არსოშვილი დაინიშნა, ასევე, „რაოესში“ მუშაობენ გიგა ბოკერიას სიდედრი, ენერგეტიკის მინისტრის 12-მდე ახლობელი და „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირები.

მისივე თქმით, სწორედ რუსული კომპანიებისგან იღებს ხელფასის სახით ნახევარ მილიონ ლარს ბოლნისის დეპუტატის კობა ნაყოფიას ვაჟი.

თემურ შაშიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს თითქმის ყველა მსხვილი ბიზნესი მიჰყიდა.

ბეჭდვა