ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი თბილისში სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს ეწვია.
სადამკვირვებლო მისიის ვებ-გვერდის
ინფორმაციით, ჯგუფს მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანჟეი ტიშკევიჩი ხელმძღვანელობდა.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, მისიის მანდატი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობას და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობას მოიცავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, გამჭვირვალობის მიზნით, სადამკვირვებლო მისიამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, მისიის წარმომადგენლები სხვა საკითხებთან ერთად, მონიტორინგს სამხედრო დანადგარებსაც გაუწევენ.
მისიის წარმომადგენლებმა ცენტრში მიმდინარე პროექტები განიხილეს და დაწესებულების მუშაობის შესაძლებლობები შეაფასეს.
