აქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას შეხვდა.
შეხვედრაზე ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო რომელმაც ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების და თავისუფლების მხარდაჭერისათვის.
საუბრისას ასევე გამოითქვა იმედი, რომ ვენესუელა ახლო მომავალში დაუბრუნდება საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეს, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება საქართველოსა და ვენესუელას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენა, საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.
საუბრის დასასრულს, ვენესუელის გარდამავალი პრეზიდენტის წარმომადგენლებთან ქართული მხარის ინტენსიური კომუნიკაციების გაგრძელებისათვის მზაობა გამოითქვა.
