ხვალ სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება
ხვალ სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება
14:00 18.02.2019
ხვალ, 19 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება. შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ელისეის სასახლეში გაიმართება.
ზურაბიშვილი მაკრონს, ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გადაუხდის, - პირველ რიგში, 100 წლის წინანდელი ემიგრაციისა და ასევე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საფრანგეთის მხარდაჭერითვის.

ზურაბიშვილის განმარტებით, დღეს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საფრანგეთი და გერმანიაა წარმყვანი ქვეყნები.

მაკრონამდე, პრეზიდენტს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი, ჟერარ ლარშე უმასპინძლებს.
ბეჭდვა