"ძალიან ემოციური იყო ვიზიტის პირველი დღე საფრანგეთში. შევხვდი ქართველ სტუდენტებს, დიასპორას და ჩემს შვილებთან ერთად ლევილის მამულში ის ადგილები მოვინახულე, სადაც ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი გავატარე და საქართველოში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი" - დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
