ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იცხაკ გერბერმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა დიპლომატთან პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამართეს. შეხვედრა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში შედგა.
გამოსამშვიდობებელ საღამოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და იაპონიის ელჩი საქართველოში მასაიოში კამოჰარა ესწრებოდნენ.
კოალიციის ლიდერებმა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
