დავით ზალკალიანი ხორვატიის ვიცე-პრემიერს, ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარია ბურიჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი ხორვატიის ვიცე-პრემიერს,  ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარია ბურიჩს შეხვდა
14:25 16.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ხორვატიის რეპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ევროპულ საქმეთა მინისტრს მარია ბურიჩს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა აღნიშნეს ხორვატიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გამოხატეს მზაობა შემდგომშიც ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსავითარებლად აქტიურად ითანამშრომლონ.


დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ხორვატიის მტკიცე პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებად ვაჭრობა და ეკონომიკა, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტები დასახელდა.

მხარეებს შორის იუსტიციის სფეროში არსებული თანამშრომლობა დადებითად შეფასდა.

მინისტრებმა მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების ინტენსიფიკაციის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

დავით ზალკალიანის და მარია ბურიჩის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ბეჭდვა