დავით ზალკალიანი სუდანელ კოლეგას შეხვდა
დავით ზალკალიანი სუდანელ კოლეგას შეხვდა
11:07 16.02.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სუდანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ალ-დირდირი მოჰამედ აჰმედს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ საქართველოსა და სუდანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, ხაზი გაუსვეს საქართველოს ძალისხმევას განავითაროს თანამშრომლობა არაბულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბულ სახელმწიფოთა ლიგასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო და რეგიონალურ გამოწვევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რაც საქართველოს გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

მინისტრებმა დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით.
ბეჭდვა