ბაქრაძე პარლამენტში გამართულ დებატებს დემოკრატიულად აფასებს
ბაქრაძე პარლამენტში გამართულ დებატებს დემოკრატიულად აფასებს
15:37 29.02.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პარლამენტში გუშინ გამართულ დებატებს მაღალი დემოკრატიის სტანდარტის მქონეს უწოდებს.
" ამ დებატების დროს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად გამოავლინა თავის თავი და საკუთარი ღირებულებები, თუ ვინ რა ღირებულებებით არსებობს ქართულ პოლიტიკაში" – განაცხადა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პოლიტიკური დებატების დროს, მან ძალიან ბევრი დასაბუთებული წინადადება და კრიტიკა მოისმინა.
"ამავე დროს იყო ემოცია და დაპირისპირება, მთავარი და ღირებული ჩემთვის არის ის, რომ დებატებზე მოვისმინე აბსოლუტურად მკაფიო გეგმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ყველა ოჯახის მდგომარეობა",– აღნიშნა დავით ბაქრაძემ.



ბეჭდვა