საქართველოს ელჩი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს ელჩი ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
15:54 15.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფელებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი შეხვდა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ცვეტა კარაიანჩევას.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, ასევე, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ცვეტა კარაინჩევამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კარგ, მეგობრულ ურთიერთობებს.

მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად, ​ გaნსაკუთრებით ხალხთაშორისი კავშირების, ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით.
ბეჭდვა