შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა
15:31 15.02.2019

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის

მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.

გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 4 ვაკანსია;

გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია;

გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია.

კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

განცხადებების გადარჩევა
ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები)
გასაუბრება
ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

უწყებაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.

ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ: hr.police.ge

 

ბეჭდვა