საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან, ჭანგ სიუსთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები , მათ შორის მიმდინარე წელს ჩინეთში საქართველოს კულტურის დღეებისა და სხვა ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული კულტურისა და ისტორიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ჩინეთში.
არჩილ კალანდიამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება პასუხობს მხარეთა ინტერესს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის მიმართულებით კონტაქტების გააქტიურებას. თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა საელჩოსთან კოორდინირებული მუშაობისთვის, დღის წესრიგში მდგარ ყველა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
