დავით ზალკალიანი: მიუნჰენის კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა საქართველო იყოს რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოდგენილი გლობალური გამოწვევების ფონზე
დავით ზალკალიანი: მიუნჰენის კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რათა საქართველო იყოს რაც შეიძლება მკაფიოდ წარმოდგენილი გლობალური გამოწვევების ფონზე
15:24 14.02.2019
„საქართველოს დელეგაცია, პრემიერ -მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას . ამ კონფერენციაში ტრადიციულად მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა გავლენიანი ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელები, იმართება მრავალი ღონისძიება, მათ შორის, პარალელური ღონისძიებები“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, წელს კონფერენციაზე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, საქართველოს როლზე გეოპოლიტიკურ ჭრილში და იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ღონისძიებები გამოვიყენოთ საქართველოს ინტერესებისთვის, წლევანდელი კონფერენცია მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველო იყოს რაცშეიძლება მკაფიოდ წარმოდგენილი საერთაშორისო გლობალური გამოწვევების ფონზე“-აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საგარეო უწყების ცნობით, მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დავით ზალკალიანი კოლეგა მინისტრებთან და გერმანიის მთავრობის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.


ბეჭდვა