საქართველოს ელჩი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს ელჩი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა
14:32 14.02.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, გიორგი შარვაშიძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, დეივიდ ვან ვიილს შეხვდა.

საქართველოს საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ოფიციალური ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს თანამშრომლობას.

საქართველოს ელჩმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ბეჭდვა