ბაქრაძე კახეთში ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
ბაქრაძე კახეთში ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
18:24 02.08.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ხვალ კახეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს.

ბაქრაძე მაჟორიტარებს თელავის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში დაასახელებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩვენო კამპანია ოფიციალურად დღეს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბაქრაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვემო ქართლში დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბეჟუაშვილი იყრის კენჭს, ბოლნისში - კობა ნაყოფია, დმანისში - კახა ოქრიაშვილი.

ბეჭდვა