საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის
ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მიუნხენის 55-ე უსაფრთხოების კოფერენციაში მიიღებს მონაწილეობასსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ასევე გერმანიის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
