ლატვიაში საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ლატვიაში საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
18:40 13.02.2019
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე ქვეყნის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, რიჰარდს კოლს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ასე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე რიჰარდ კოლსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლატვიის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბეჭდვა