საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფება
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქუვეითში იმყოფება
18:13 13.02.2019
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქუვეითის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ალი ალ-გჰანიმთან გაიმართა.

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს - მომდევნო შეხვედრებს ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან და ქუვეითის პრემიერ მინისტრთან გამართავს. ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

ბეჭდვა