საქართველოს ელჩი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ელჩი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
13:17 13.02.2019
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალეშ ხმელარჟს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკა, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. გამოითქვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვის მზაობა. ამასთან, აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა მიმდინარე წელს უმასპინძლოს საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მომდევნო რაუნდს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგს და ამ მიმართულებით, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს.

ალეშ ხმელარჟმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი.
ბეჭდვა