პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქვემო ქართლში დაასახელა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თეთრიწყაროს რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით ბეჟუაშვილი წარადგინა, ბოლნისში მაჟორიტარობისთვის კობა ნაყოფია იბრძოლებს, რაც შეეხება დმანისის რაიონს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარ კანდიდატებს დღეიდან ინტენსიურ რეჟიმში დაასახელებს.
თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1999 წლიდანაა, ასევე, მოქმედი დეპუტატები არიან კობა ნაყოფია და კახა ოქრიაშვილი.
