პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური რუსი ტურისტებისა და ბიზნესმენების საქართველოში ჩამოსვლას მნიშნელოვნად მიიჩნევს.
პრეზიდენტის ინიციატივას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე, ნიკა გილაური დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
"დაე რუსმა ბიზნსმენება და ტურისტებმა ნახონ, როგორ შეიძლება, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ძალიან მოკლე ხანში განვითარდეს და პროგრესს მიაღწიოს", - განაცხადა გილაურმა.
მისი თქმით, ეს საქართველოს ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.
