„თავისუფალმა საქართველომ“, “ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და „თეთრებმა“ იმერეთში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები წარადგინეს
„თავისუფალმა საქართველომ“, “ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და „თეთრებმა“ იმერეთში მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატები წარადგინეს
12:47 02.08.2012
პარტიებმა - „თავისუფალმა საქართველომ“, “ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და „თეთრებმა“ იმერეთის რეგიონის ხუთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები წარადგინეს.

აღნიშნული გაერთიანებიდან ქუთაისში კენჭს თემურ შაშიაშვილი იყრის, ხარაგაულში - გია ყრუაშვილი, ჭიათურაში - თემურ ჯაფარიძე, ბაღდათში - იაგო გულებაძე, ხოლო თერჯოლაში - იაზონ აბულაძე.

კანდიდატები კახა კუკავამ, თემურ შაშიაშვილმა და აკაკი ასათიანმა წარადგინეს.

ამასთან, კანდიდატების წარდგენის მიუხედავად, „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ აღნიშნავენ, რომ მათი შეთავაზება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძეა, “ახალი მემარჯვენეების“ - მამუკა მღვდელაძე და “ნაციონალური მოძრაობის“ - გია თევდორაძე.


ბეჭდვა