პოლონეთის საელჩო ვარშავაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პოლონეთის საგამოძიებო უწყებებს დაუკავშირდება
პოლონეთის საელჩო ვარშავაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე პოლონეთის საგამოძიებო უწყებებს დაუკავშირდება
15:42 07.02.2019
საქართველოში პოლონეთის საელჩო ვარშავაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული
საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლოცია და
პროკურატურა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი
ინფორმაციის მისაღებად უნდა უშუალოდ დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო
ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს“ - წერია განცხადებაში.

გიზო ბოჭორიშვილი ორი დღის წინ მოკლეს. გარდაცვლილი ზუგდიდის მკვიდრი იყო და პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 45 წლის მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული და ის, სავარაუდოდ, მოკლულია.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ, ვარშავის სასტუმროში მოხდა. მათივე თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა და სავარაუდოდ, მკვლელი ქართველია.
ბეჭდვა