მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა
მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა
11:08 07.02.2019
მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული.

დოკუმენტი პრემიერის, მამუკა ბახტაძის მიერ, 6 თებერვალსაა ხელმოწერილი.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 6 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ
სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

ბეჭდვა