ეკა ბესელია: დღეს არ იყო მსჯელობა არავის გარიცხვაზე
ეკა ბესელია: დღეს არ იყო მსჯელობა არავის გარიცხვაზე
15:06 06.02.2019
დღეს არ იყო საუბარი არავის გარიცხავაზე, - ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვისი განცხადებაა სწორი და ვისი - არა, საჯარო პოლემიკა დასრულდეს და გუნდის შიგნით ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და მესმის ეს განწყობა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა გვაქვს სრულიად არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა“ - თქვა ეკა ბესელიამ.
ბეჭდვა