დავით დონდუა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა
დავით დონდუა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა
17:37 05.02.2019
"ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანიზებით, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით დონდუას შეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე გაამახვილა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები აღნიშნა.
ასევე, საქართველოს ელჩმა სტუდენტებს დიპლომატიური სამსახურის მისიისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დავით დონდუამ სტუდენტებს საელჩოს საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო. მან იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

ბეჭდვა