ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტიკიდევ უფრო ქმედითი, გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია გახდეს
ირაკლი კობახიძე: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტიკიდევ უფრო ქმედითი, გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია  გახდეს
16:26 05.02.2019

„ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, კვლავაც დიდი მონდომებით გავაგრძელებთ მუშაობას, რათა პარლამენტი კიდევ უფრო ქმედითი გახდეს. გახდეს გამჭვირვალე და მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუცია და მან განაგრძოს საზოგადოების საჭიროებებსა და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება”,-ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის ზაფხულში საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა, რაც იყო აღიარება იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფო ინსტიტუტების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2018 წელს, ერთობლივი ძალისხმევით, გაიზარდა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ფიზიკური და ინტელექტუალური ჩართულობის შესაძლებლობა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ღიაობა გაუმჯობესდა. მოქალაქეებისთვის პარლამენტში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა გამარტივდა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლაენტის თვჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მესამე სამოქმედო გეგმის ვალდებულებებით, პარლამენტში მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა, საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით, უმაღლესი საკანონმდებლ ოორგანოს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება, ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის გაზრდა, პარლამენტის მიერ გაეროსმდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი იგეგმება.


ბეჭდვა