საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდა
საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდა
10:32 02.08.2012
საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულება გამოქვეყნდა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის 2 პრიმა პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.

ბეჭდვა