პროფკავშირები შრომის კოდექსის შეცვლას ითხოვენ
პროფკავშირები შრომის კოდექსის შეცვლას ითხოვენ
14:34 29.02.2012
"საქართველოს გაერთრიანებულმა პროფკავშირებმა" შრომის კოდექსის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს.

პროფკავშირების წარმომადგენლებებმა აქციაზე სიმბოლურად შრომის კოდექსიც დაწვეს.

როგორც "ნიუსპრესს" გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა განუცხადა, მოქმედი შრომის კოდექსი საქართველოში მონობას ამკვიდრებს.

საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა აქციაზე სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

"სააქართველოს ყველა მოქალაქემ ხელისუფლებამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, დასაქმებულმა თუ დამსაქმებელმა - ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ღირსეული სამუშაოს პრინციპების და სოციალური სამართლიანობის დასამკვიდრებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირების წარმომადგენლები აღნიშნულ განცხადებას პარლამენტში გაგზავნიან.


"საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები" აქციით ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ინიციატივას - 29 თებერვალს ევროპული "მოქმედების დღედ" გამოცხადებას გამოეხმაურა.

ბეჭდვა