საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რევაზ გაჩეჩილაძე
სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ფრანტიშეკ რუჟიჩკას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ასევე, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იქნა განხილული.
მხარეებმა, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატის, დავით კირვალიძის მხარდაჭერის საკითზეც ისაუბრეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე 2019 წლის 10-11 თებერვალს საქართველოში სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
