ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით
14:50 04.02.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა პოზიცია, რომ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხთან დაკავშირებით, მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„დაისვა ეს საკითხი სხდომაზე. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, შედგება მსჯელობა და საბოლოოდ, მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უმრავლესობის ფორმატში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ბეჭდვა