რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება
რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება
09:14 02.08.2012
მესტიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება, სადაც კონკურსში მონაწილეობის შესახებ შპს „რადიო იმედის“ განცხადება განიხილება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, დღესვე, თანდართული, დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნება.
იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტებს არასრულად წარადგენენ, საბუთების სრულყოფისთვის კომისია „რადიო იმედს“ ხუთი სამუშაო დღის ვადას მისცემს.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად საბუთების მიღება 30 ივლისს დასრულდა.
საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსი 29 ივნისს გამოცხადდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მხოლოდ შპს „რადიო იმედმა“ მიმართა.

ბეჭდვა