დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით, ვაშინგტონში გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს მიწვევით, ვაშინგტონში გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
13:19 04.02.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონში გაემგზავრა

, სადაც სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

4-9 თებევალს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, აშშ-ის კონგრესში.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება აშშ-ის ექსპერტული და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს, შეხვედრა გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში საქართველოს საელჩოში შეხვედრას გამართავს შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

 

ბეჭდვა