"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლების აზრით, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
როგორც "თავისუფალი საქართველოში" აცხადებენ, ისრაელის ოფიციალურ პირებს აღნიშნულ მოლაპარაკებებზე არაფერი სმენიათ.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის, მიმი გაბრიჩიძის განცხადებით, საქმე სააკაშვილის და მისი მთავრობის მორიგ პროვოკაციას ეხება.
მისი თქმით, ამ განცხადების შესრულებას პერსპექტივა არ აქვს. ქვეყნის პირველი პირების მხრიდან გაკეთებულ არადიპლომატიურ განცხადებებს კი - შესაძლოა საბერძნეთსა და ისრაელს შორის ახალი დაპირისპირება მოჰყვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 25 თებერვალს განაცხადა. ჯგუფი ისრაელის სახელმწიფოსთან, იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ქართული წირვა-ლოცვის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
